Wednesday, March 29, 2017

დედა ჰქვია დედაციხეს,

დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!

    
          ***
- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -

რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-კვერცხი

ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

            ***
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -

ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?! 
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -

შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე

ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა

          ***
დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

                   ***
ეს გაზაფხულიც მოვიდა
და შემოგვცინა მარტმა,
მეცა მყავს დედა ლამაზი,
მეცა მაქვს ერთი ნატვრა...

რვა მარტს საჩუქრის გარეშე
რაღა ფასი აქვს, აბა?
ზოგი თუ ყვავილს დაეძებს,
ზოგი ყიდულობს კაბას.

მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,
სხვა საჩუქარი მინდა,
რადგან ერთია დედისთვის -
კარგიც, ლამაზიც, წმინდაც...

ვიყო, როგორიც დედას სურს,
ჩემი იმედი ჰქონდეს!
სხვა საჩუქარი რა არის,
ამ საჩუქარს რომ სჯობდეს!

დამარჩენი სხვა.....

„ნივთების სუფთა ოქროთი მოვარაყება შეიძლება, მაგრამ დედაზე მშვენიერს ვერავინ ვერაფერს შექმნის“ – მაჰათმა განდი
1_Mahatma_Gandhi_1
.
„დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის სიღრმეშიც ყოველთვის იპოვით პატიებას“ – ონორე დე ბალზაკი
uewb_01_img0065
.
„დედაჩემს მიაჩნია, რომ მე საუკეთესო ვარ. და მე ისე გამზარდეს, რომ ყოველთვის უნდა მჯეროდეს, რასაც დედა მეუბნება“ – დიეგო მარადონა
images
.
„ქალები ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ მთელ მსოფლიოში. მამაკაცები ყოველთვის ეძებენ ქალში პატარა ბალიშს, რომელსაც თავს მიაყრდნობენ. ისინი ყოველთვის დედას ეძებენ ქალში, რომელიც მას როგორც პატარა ბავშვს, ისე მოექცეოდა“ – კოკო შანელი
cc
.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მიზეზი, რამაც მომცა უნარი თვითგამოხატვის და იმის, რომ არ ვყოფილიყავი შეშინებული, იყო ის, რომ დედა არ მყავდა. მაგალითად, დედები გასწავლიან მანერებს. მე კი საერთოდ არ მისწავლია ეს წესები და ინსტრუქციები“ – მადონა
images (1)
.
„თუ დედათქვენი იტალიურ კერძებს ამზადებს, რატომ უნდა წახვიდეთ რესტორანში?“ – მარტინ სკორსეზე
images (2)
.
“ყველაფერი საუკეთესო რა გამაჩნია, მზის სხივების და დედის სითბოს დამსახურებაა”-მაქსიმ გორკი
gorky
.
„დედაჩემმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება; მისი წყალობით შევიძინე ბევრი ღირსება, კარგი თვისებები და უნარები“. მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმი
sh
.
„დედაჩემი ცოცხალი საოცრებაა“ – ლეონარდო დიკაპრიო
Leonardo-DiCaprio-Mother
.
„დედა, რომელიც შეპყრობილია იდეით იყოს გამხდარი, იდიეტოს და ივარჯიშოს, ვერ იქნება კარგი დედა“ – ჯეინ ფონდა
download
.
„მე რომ შემსრულებელი არ ვყოფილიყავი, ალბათ სილამაზის სვეტის რედაქტორი ან თერაპევტი ვიქნებოდი. მე მიყვარს შემოქმედება, მაგრამ, მე ასევე მიყვარს სხვების დახმარება. დედაჩემი სტილისტი იყო, სტილისტები კი, როგორც სილამაზის თერაპევტები ყველას პრობლემებს უსმენენ და იზიარებენ“ – – ბიონსე
beyonce-knowles-200x250
.
„და მე აქ მოვედი, როგორც ჩიკაგოს სამხრეთში გაზრდილი შვილი, რომლის მამაც მუშა იყო, დედა კი სახლში რჩებოდა, ჩემთან და ჩემს ძმასთან, შვილების აღსაზრდელად“ – მიშელ ობამა
michelle-obama-2-435
.
“არც ერთი სათამაშო არ ჰქონია. ველოსიპედი უნდოდა,  შევპირდი: კაკალს გავყიდი და გიყიდი-მეთქი. მახსოვს, როგორ ვაგროვებდით კაკალს, მაგრამ ველოსიპედის საყიდელი ფული მაინც ვერ შევაგროვეთ.
 სახლი დაგვეწვა. ისედაც გაჭირვებულები ვიყავით, კიდევ ეს გვინდოდა?! ბიძინა სასწავლებლიდან ზაფხულში რომ ჩამოვიდა და ნახა, რა დღეში ვიყავით, მაშინ მითხრა: ნუ გეშინია, დედა, ამ ადგილზე ახალ სახლს აგიშენებო”.-ბიძინა ივანიშვილის დედა.
bb
.
დედა გვეუბნებოდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, ეჩვევა სიღარიბეს ხალხი, ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ თავისი ადგილი იპოვოს. დღესაც, თუ ადამიანი კარგად იფიქრებს, ნახავს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში.  პირველ რიგში კი უნდა იპოვოს ღმერთი”-საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე

ჯორჯ ელიოტი

„ჩემი ცხოვრება დედის სახის დანახვით და შეყვარებით დაიწყო“ – ჯორჯ ელიოტი
op

სოფი ლორენი

„როდესაც თქვენ დედა ხართ, თქვენ არასოდეს ხართ მარტო თქვენს ფიქრებში. დედამ ყოველთვის ორისთვისუნდა იფიქროს – თავისთვის და შვილისთვის“ – სოფი ლორენი
დედა44

მარკ ტვენი

„დედაჩემს ჩემგან ბევრი უსიამოვნებები ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს მოსწონდა“ – მარკ ტვენი
mark

ვიქტორ ჰიუგო

„დედის მკლავები სინაზისგანაა შექმნილი და ამ მკლავებში წყნარად სძინავთ შვილებს“ – ვიქტორ ჰიუგო
8795

კარლ ლაგერფელდი

„ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მე ნამდვილად მჯერა, ეს არის დედის სიყვარული შვილების მიმართ“ – კარლ ლაგერფელდი
დედა3

ვოშინგტონ ირვინგი

“დედა არის შენი ყველაზე ერთგული მეგობარი, როდესაც უეცარი და მძიმე განსაცდელი დაგატყდება თავს; როდესაც უბედურება გეწვევა და კეთილდღეობას შეცვლის; როდესაც მეგობარი მიგატოვებს; როდესაც უსიამოვნებები გაქვს; დედა მაინც შენთან არის და ცდილობს თავისი კეთილი დარიგებებით და რჩევებით გაფანტოს შენს ირგვლივ შავი ღრუბლები. და შენს გულს სიმშვიდე დაუბრუნოს“ – ვოშინგტონ ირვინგი
wi

ბარბარა კინგსოლვერი.

“დედის სხეულს ახსოვს მისი ჩვილი – ნაზი სხეულის ხაზები, ნაზი კანი, ცხვირი. ყველა ბავშვს თავისი განსაკუთრებული სხეულის და სულის ნიშნები აქვს”- ბარბარა კინგსოლვერი.
barba
“შვილების აღზრდა ალბათ ყველაზე დიდი გამბედაობაა.” – ჯონ სტაინბეკი
john

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო

„ხელოვნება ბუნების შვილია, რომელშიც ჩვენ დედის სახის ანარეკლს ვხედავთ“ – ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო
დედა2

29/3/2017

„დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. რასაც წარმოვადგენ, დედაჩემს ვუმადლი. ჩემს წარმატებას ცხოვრებაში ვუმადლი იმ მორალურ, გონებრივ და ფიზიკურ აღზრდას, რომელიც დედაჩემმა მომცა“ – ჯორჯ ვაშინგტონი
მოძიებულია ოთარ ჯინჭველაძის მიერ
ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მომილოცნია."

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
მოძიებული ოთაარ ჯინჭველაძის მიერ

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთი    
მოძიებული ოთაარ ჯინჭველაძის მიერ


ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მომილოცნია."

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
მოძიებული ოთაარ ჯინჭველაძის მიერ

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშ...